- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს, ხობის საექიმო ამბულატორიაში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
- ძუძუს კიბოს
- საშვილოსნოს ყელის კიბოს
- პროსტატის
- არტერიული ჰიპერტენზიის
- B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

