19 ივნისს, ქალაქ ხობში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდება.
- ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის.
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის.
- პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.
- B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
- არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.
კვლევები ქალაქ ხობში, 10:00 – 17:00 საათებში ჩატარდება. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მისამართი: ქალაქი ხობი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1

