მერია – ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები და ეზოებთან მისასვლელები.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 1 767 000 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება.

ხამისკურში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.