ჭალადიდში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში – 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობლები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენჰ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.