- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სარდაფები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა არხები.
მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებულ სიტუაციას ხობის მერი დავით ბუკია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.