- საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა ფეხბურთში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური პირველობის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხონის საარტილერიო ბრიგადამ დაიკავა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კობა შუბითიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.