- ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 25 სტრუქტურულ ერთეულში.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია:
* ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი);
* ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით);
* შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის შესახებ;
* ფოტოსურათი – 2 ცალი (3X4);
* მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.
2 წლიდან ასაკის აღსაზრდელები რეგისტრირდებიან მხოლოდ შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
•ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
•ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
•პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
•საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
•ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი.
საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
•სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
•მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს;
•დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებს;
•მარტოხელა ოჯახების შვილებს;
•ბავშვებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
•სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2025 -2026 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება.