ქვემო ქვალონში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 116 000 ლარი შეადგინა.