ხობში სკრინინგული კვლევები ჩატარდება

  • 10 ივლისს ქალაქ ხობში, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება სკრინინგული კვლევები.

კვლევებს, დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის” ფარგლებში ატარებს.

კვლევები მოიცავს: ძუძუს კიბოს სკრინინგს, 40-70 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში (მამოგრაფიული კვლევა) და პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში. (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა PSA ვენური სისხლით).

სკრინინგ კვლევები „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

მისამართი: ქალაქი ხობი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1.