- ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხამისკურში პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,7 მილიონ ლარს შეადგენს.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 423 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3,6 მილიონ ლარს შეადგენს.