26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ხობში

  • 26 მაისს, ქალაქ ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

12:00-14:00 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება – ცენტრალური სტადიონი.

15:00-16:00 საათი – საბავშვო გასართობი სივრცე – ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა;

ახალგაზრდული აქტივობები; სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და შაშში-ცენტრალური პარკი.

16:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით – კულტურის სასახლის დიდი დარბაზი.

17:10 საათი – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

17:20 საათი – ანსამბლ “გორდელას” კონცერტი – ცენტრალური პარკი.

20:00 – ფოიერვერკი.