1 ივნისს, ხობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

  • 1 ივნისს, ხობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

15:00 საათი – სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკსა და შაშში.

საბავშვო კუთხე – ბავშვთა ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა, მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში, ასფალტზე ცარცით ხატვა.

16:00 საათი – ზღაპრების გმირების მონაწილეობით საბავშვო პროგრამა.

17:00 საათი – „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.