ხობში უფასო კვლევები ჩატარდება

19 ივნისს, ქალაქ ხობში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდება.

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის.
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის.
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის.
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.
  • B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
  • არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.

კვლევები ქალაქ ხობში, 10:00 – 17:00 საათებში ჩატარდება. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მისამართი: ქალაქი ხობი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1