ხობში საშობაო კონცერტი გაიმართა

  • დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით საშობაო კონცერტი გაიმართა.

ხობის მუნიცაპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგა. საზეიმო საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.