ხობში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხობში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.

საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ჯგუფები „ოჩოს ქოხი” და „ანიკი” იმღერებენ.