ხობში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირა მხარი.

უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 21 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2401 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.