ხობის მუნიციპალიტეტში ოთხი მინი სტადიონის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მინისტადიონების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

უწყების ცნობით, სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები.

ინფორმაციისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სტადიონების რეაბილიტაციისთვის 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.