პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.

პროექტი წელს ორ ლოკაციაზე – კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.

დაინტერესების შემთხვევაში უნდა მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N187, მეორე სართული; ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 595 89 59 50.