კულტურის სამინისტრომ “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში – “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ა(ა)იპ “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის” პროექტი: “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება​”.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითად მიზნებს; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.