ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა კიუვეტები, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 543 630 ლარია.