- ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დონორთა აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

