- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის დროს დაზიანებული ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ ადგილას მოეწყო ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა და ორი ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა.
“პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გზების და მიწის ნაკვეთების ჩამორეცხვის, ასევე საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი.
საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი 705000 ლარით, ცამეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება”-აღნიშნულია ინფორმაციაში.