სტიქიამ პრობლემები შექმნა ხობში

  • წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნას.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები.

“ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები.
ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.”-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.