ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წინაგოლაში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 4-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.

დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.

სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.