- 16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი დევიზია: „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“.
მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. N187 (ხობის კულტურის სასახლის ფოიე).

