ხობელმა მკლავჭიდელებმა ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

  • ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი ჩამოიტანეს.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საბა დანელიამ მოიპოვა. ოქროს მედლის გარდა, საბამ ბრინჯაოს ორი მედალი დაისაკუთრა – როგორც ახალგაზრდულ, ისე უფროსების (დიდების) კატეგორიაში.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა კიდევ ერთი ხობელი სპორტსმენი გოჩა სიჭინავა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.