- ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ხეთის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სულ 208 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტატული კომპიუტერები (ნეთბუქები) და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
უწყების ცნობით, წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 208 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების პირველკლასელ მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერები (ნეთბუქი) და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
435 მოსწავლეზე გათვლილ ხეთის საჯარო სკოლაში განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე კეთილმოეწყო სარეკრეაციო სივრცე, შიდა და გარე სპორტული მოედნები.
ხეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

