2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

  • დღეს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მომხსენებლის განმარტებით: საბიუჯეტო შემოსულობები 16 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტს – ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განათლება და სოციალური სფერო წარმოადგენს.

2024 წლის პროგნოზით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2023 წლის საწყის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 მილიონ 345 ათას 600 ლარით (18,5 %-ით).

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.