ხობში 8.3-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობისუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა.

“გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 4.7 მილიონი ლარი შეადგინა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.