ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

  • ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

ხოის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდება.

პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო.