ხობში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია მეწყრის შედეგად დაზიანებული გალავნის და სამრეკლოს აღდგენა.

“ადგილზე განვითარებული მეწყრულ-ეროზიული პროცესების შედეგად ჩამოიშალა ფერდობის ნაწილი, რამაც საფრთხე შეუქმნა სამონასტრო კომპლექსს. მეწყერმა დააზიანა კომპლექსის გალავანი და სამრეკლო. პროცესში გეოლოგების ჩართვის შემდეგ, სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად მომზადდა პროექტი, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.