ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველ მოადგილესთან რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურების, “ხობი დასუფთავება და განათებას” და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
ინფორმაციისთვის: დღეს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტრო გადამცემი ხაზები, წაიქცა ბოძები და ხეები. სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია დაითვლის.