ხობში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ხობის მკვიდრი, 57 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185, პისიარტესტით – 17 839.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *