ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

  • ხობის მუცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი – ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

უწყების ცნობით, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.