ხობელი მოჭიდავე საერთაშორისო პირველობის გამარჯვებულია

  • რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ საერთაშორისო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (მწვრთნელი სურაჯ გვასალია) და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობელი ფალავნი თანატოლთა შორის საქართველოს ჩემპიონიცაა. ის ამ ტიტულის მფლობელი მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *