ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, პროექტის შესაბამისად – ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3.3- კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.

უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება წყალშემკრები არხის გამტარუნარიანობა და გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.

სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.