ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია.

ინფორმაციისთვის: გასულ წელს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.