ხამისკურში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39528 ლარს შეადგენს.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები.