ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს 2021 წლის 5 აგვისტოს 9:00 საათიდან 22:00 საათამდე (13 საათით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე არსებულ სადგურ ჭალადიდში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.

“კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *