ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

  • ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მორიგი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საგვიჩიოში ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 180 000 ლარია.

„ჭალადიდში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

საგვიჩიოში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

საგვიჩიოსა და ჭალადიდში ამორტიზებული გზების რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე ახორციელებს.

შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.