შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად – ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი.

“პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.