ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

  • დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ფოთის რაიონული პროკურატურის მხარდაჭერით კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებაში, ქვემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემილიანე ბერაიამ და პროკურორის მოადგილემ, ფელიქს ჯალაღონიამ ფემიციდის და ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

შეხვედრების დასასრულს პროკურატურის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.პროკურატურის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად მართავენ შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.