სტუდენტები სწავლის პარალელურად შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას

  • სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი ექნება და მიენიჭება რიგითის წოდება.”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.