საქართველოს უნივერსიტეტის ღია კარის დღე ხობში

  • ღია კარის დღე და ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ხობში 21 თებერვალს ჩატარდა.

ღონისძიებას ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების 74 უფროსკლასელი და აბიტურიენტი ესწრებოდა. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. მონაწილეებს დაურიგდა საჩუქრები და გათამაშდა სხვადასხვა პრიზები.

უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის არასამთვრობო ორგანიზაციას “თოლისკური“ და ხობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას.

საქართველოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში გეგმავს ღია კარის დღეებს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სხვადასხვა ქალაქებში.