სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი თასებით, სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.