ხობში სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი გაიმართა

  • ხობში, კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები და შობა-ახალი წლის თემაზე შექმნილი სიმღერები შესრულდა.

საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს