ხობში საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბრიდან გაიმართება

  • აქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობში, 29 დეკემბრიდან, ხობის კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. საახალწლო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები.

14:00-17:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

15:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი.

17:00 – 18:00 – ჯგუფ “anik”-ის კონცერტი

18:00 -19:00 – ჯგუფი „ოჩოს ქოხი“

19:00 – საზეიმო ფოიერვერკი