პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები.

მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

პირველ მაისში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია გაეცნენ.