პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელირაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით,ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პატარა ფოთში შლამისა და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.

დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მოსავლიანობა.

ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.