ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის თორსის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემილიანე ბერაიამ, პროკურორის მოადგილემ, ფელიქს ჯალაღონიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამუნა სიჭინავამ ფემიციდის და ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელიც მერიის ინიციატივით და ფოთის რაიონული პროკურატურის მხარდაჭერით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების დასასრულს მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. მსგავსი შეხვედრა კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებაში, ქვემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე ჩატარდა.

პროკურატურის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად აგრძელებენ შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.